Alexa HCP

კომპანიის შესახებ

ანამედროვე ქართულ ბაზარზე სტაბილური და წარმატებული მომსახურეობით ცნობილი კომპანია „HCP“ უკვე 1 წელზე მეტია რაც უმაღლესი ხარისხის სერვისებს სთავაზობს კლიენტებს. 2019 წლიდან ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ქართული ინტერნეტ სივრცის განვითარებაზე ზრუნვა და ამისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტის შეთავაზება ონლაინ ბაზრის წარმომადგენლებისათვის. აღნიშნული მიმართულებით წარმატებული სვლის პროცესში „HCP“ უკვე იქცა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტის ავტორად. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი და დიდი გამოცდილება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სწორად და ეფექტურად მოვარგოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა სერვისი თუ მომსახუროება მომხმარებლების ინტერესებსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, ჩვენთან თანამშრომლობა უდრის სწორი სტრატეგიის შემუშავებას, კომპანიის პოტენციალის მაქსიმალურად გამომჟღავნებასა და თქვენს მიერ არჩეული ყველაზე ამბიციური მიზნების უმოკლეს ვადაში მიღწევას.

 

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია

 

ჩვენი მისია

"HCP"  უდიდესი მონდომებითა და სტაბილურობით ანხორციელებს ინტერნეტ სივრცეში ბიზნესისა და მომხმარებლისათვის ყველაზე სანდო პარტნიორად ქცევის პროცესს. ჩვენი მიზანია ნებისმიერი კლიენტისათვის ვიქცეთ ციფრული კომუნიკაციის კომფორტისა და ხარისხის შემქმნელ კომპანიად. სწორედ ამიტომ მივისწრაფვით ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ ყველაზე ეფექტური და გამოცდილი ხერხებით.

 

ჩვენი ხედვა

"HCP" დამკვიდრდეს ისეთ განვითარებულ კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტებისა თუ ინსტრუმენტების შექმნასა და მიწოდებაზე ნებისმიერი გემოვნების მქონე კლიენტისათვის.

 

ჩვენი ფასეულობები

პასუხისმგებლობა - ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად ჩვენთან თანამშრომლობა, პროექტის დათქმულ ვადებში დასრულებისა და მაღალი ხარისხის გარანტიაა.

შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენი მომხმარებლის წარმატება - ჩვენი წარმატებაა. ჩვენ ვქმნით შესაძლებელს თქვენი მოლოდინები ვაქციოთ რეალობად.

კეთილსინდისიერება - ჩვენთან ურთიერთობა ყოველთვის ღია და გამჭვირვალეა.